ექვთიმე თაყაიშვილი
ზნეობრივი გმირის უკვდავება
ექვთიმე თაყაიშვილის მთავარი დამსახურება სამშობლოს წინაშე, რა თქმა უნდა, საქართველოს ეროვნული საგანძურის გადარჩენაა. დღეს ამ განძის ნაწილი მუზეუმებშია დაცული, ნაწილი კი საქართველოს ეკლესია-მონასტრებში. კიდევ უფრო დასაფასებელია ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი, თუ გავითვალისწინებთ, რომ შეუფასებელი განძის გადარჩენა მან, უკიდურესი სოციალური გაჭირვების ფონზე შეძლო. ჩვენი მიზანია, უფრო მეტი შეიტყოთ ექვთიმე ღვთისკაცის შესახებ, რომელსაც ქართულმა საზოგადოებამ, სრულიად დამსახურებულად უწოდა ზნეობრივი გმირი!
Saturday, March 2, 2013
Wednesday, February 27, 2013
ცოტა რამ ექვთიმე თაყაიშვილის მიერ აღმოჩენილ თამარ მეფის დროინდელ ჯვარზე
მართალია,
ცნობილი
არ
არის
თუ
როდის
აშენდა
აჭის
მონასტერი (მონასტერი მდებაროებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში),
მაგრამ
სავარაუდოდ
ძველი
წლებით
უნდა
თარიღდებოდეს.
გურიაში
მოღვაწე
ხელოვნებათმცოდნეები
მას
მე-12
მე-13
საუკუნეებით
ათარიღებენ.
დ.ბაქრაძის
გადმოცემით,
ტაზარი
უფრო
ადრინდელი
პერიოდის
მე-8
მე-9
საუკუნის
ნაგებობაა.
ამასთანავე,
უნდა
აღინიშნოს
ის
ფაქტი,
რომ
მე-12
მე-13
საუკუნის
ნაკეთობებს
არ
წააგავს
ტაძრის
დასავლეთ
და
სამხრეთ
კარიბჭის
თავზე
მოჩუქურთმებული
ჯვრები,
ასევე
არ
უნდა
ეკუთვნოდეს
აღნიშნულ
საუკუნეებს
სამხრეთის
კარიბჭის
თავზე
არსებული
ხუთსტრიქონიანი
წარწერა:
“წმინდაო
გიორგი,
მეოხ
ექმენ
პატიოსანთ
სარის,
რატის,
უშანიანს
და
მეოხ
ექმენ
ნიკოლოზ
აჭიელსა
და
კალატოზთა
მიქელას
და
მხეციძესა.”
ექვთიმე თაყაიშვილი საკუთარ თავზე
- „საზოგადოების წევრი რომ გავხდი, მივიხედ-მოვიხედე; შევიტყვე, რომ იმ ძვირფას ხელნაწერებს კაცი პატრონი არა ჰყავდა და ძალაუნებურად მოვკიდე ხელი, დავუწყე პატრონობა. მერე თანდათან გამიტაცა, შემიყვარდა და ვიწყე ზრუნვა დაღუპვისაგან მათ გადარჩენაზე. თან ახალ-ახალსაც ვაგროვებდი, შემოწირულით აღარ ვჯერდებოდი. საზოგადოების ხარჯზე შეძენაც დავიწყე. სხვადასხვა კუთხეში მიმოწერა გავაჩაღე, აგენტები გავიჩინე"
მიხაკო წერეთელი ექვთიმე თაყაიშვილზე
„ექვთიმე სპეციალობით არც არქეოლოგი იყო, არც ხელოვნებათა მეცნიერი, არც
ისტორიკოსი, არც ქართული ფილოლოგიის სწავლული. მაგრამ იგი იმავე დროს
ერთიც იყო, მეორეც, მესამეც და მეოთხეც. სიდიადე მისი სულისა სწორედ აქ
არის, — მან თავისი ერის სამსახურისთვის ეს მეცნიერებანი თვით შეისწავლა.
იგი იყო „მოხალისე“, „მოყვარული“, მაგრამ ნამდვილი ბატონი საქართველოს
წარსულის კვლევის ფართო ნიადაგზედ... იგი იყო განმგრძობი დიმიტრი ბაქრაძის,
თავისი უფროსი თანამედროვის თ. ჟორდანიას და სხვათა ღვაწლისა, რომელთაც
იგივე მიზანი ხელმძღვანელობდა მათი უანგარო, დაუღალავი და ხანგრძლივი
შრომის დროს.“
ექვთიმე თაყაიშვილის სიტყვა დიმიტრი ყიფიანის დასაფლავებაზე
უნივერსიტეტი რომ გავათავე, თბილისში ჩამოვედი და ლათინური ენის მასწავლებლად დავდექი სათავადაზნაურო სასწავლებელში, რომელსაც მაშინ ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე განაგებდა (ქუთაისშივე, გიმნაზისტობისას ჩემი კარგად მცნობი). ჩემი ჩამოსვლის შემდეგ ერთი თვეც არ გასულიყო, რომ ამბავი მოვიდა, სტავროპოლში დიმიტრი ყიფიანი მოკლესო. ეს იყო 1887 წლის 24 ოქტომბერს. ამან, რა თქმა უნდა, თავზარი დაგვცა ყველას და მთელი ქართველობა ააღელვა. გადაწყვიტეს, ჩამოესვენებინათ ცხედარი და საკადრისი პატივით დაემარხათ მთაწმინდაზე. ამის მოსაწყობად შედგა კომისია, რომელშიც, რა თქმა უნდა, ილია ჭავჭავაძეც დიდ მონაწილეობას იღებდა.
მურმან ლებანიძის სიტყვა, წარმოთქმული ექვთიმე თაყაიშვილისა და ნინო პოლტორაცკაიას გადმოსვენებისას
ბატონო პრეზიდენტო! ქალბატონებო და ბატონებო! ქართულ სინამდვილეში, საქართველოს ბედუკუღმართ ისტორიაში არიან ლეგენდარული გმირები, რომელთა სახელ-დიდებას არც გაზვიადება სჭირდება და არც დაკნინება უხერხდება… გაივლიან ხოლმე ეს ადამიანები ეპოქალურ ქარტეხილებს და მათი ვარსკვლავები ხელმიუწვდომელ სიმაღლეზე ბრწყინდებიან.
ექვთიმე თაყაიშვილი – დიდი მაგალითი
ამ დღეებში ხელი მოვაწერე განკარგულებას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში ექვთიმე თაყაიშვილის ნეშტის გადასვენების შესახებ.
გადასვენების ოფიციალური ცერემონია შედგა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.
Subscribe to:
Posts (Atom)