ტაძარი სრულად არის შიგნიდან მოხატული კედლის მოხატულობებიდან აღსანიშნავია სცენები წმინდა გიორგის ცხოვრებიდან. მათ შორის უნიკალურია გველეშაპის განგმირვის სცენა, რომლის ანალოგიც არ მოიპოვება, როგორც ქართულ, ასევე ბიზანტიურ ფერწერულ ძეგლებში.
ტაძრის სარკმლები და აღმოსავლეთ მხარეს არსებული სვეტებიანი ჯვარი დაფარულია ფაქიზად ნაკვეთი ჩუქურთმებით, რომლებიც დიმიტრი ბაქრაძის გადმოცემით, საუკეთესოთა რიცხვში შედიოდა გურიაში.
როგორც გადმოცემით ვიგებთ, ტაძარს სამხრეთის კარიბჭე და ქვის ჩუქურთმებიანი კანკელი ჰქონდა, რომლის ნაშთიც ამჟამად გამოყენებულია საკურთხევლის აღმოსავლეთ კარიბჭის შესასვლელში.
აჭის ტაძარს საკმაოდ დიდი რაოდენობის უძრავი ქონება და დიდი ზარი ჰქონდა, რომლის ხმა ლიხაურამდეც კი აღწევდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ვარდან და გიორგი გურიელების მიერ შეწირული ქონების სიგელი ქაიხოსრო თაყაიშვილის ხელში აღმოჩნდა, რომელმაც სიგელი გადამალა. გადარჩენილი დოკუმენტებიდან როგორც ირკვევა, ქაიხოსრო თაყაიშვილს თავს დაესხა ვამეხ დადიანი, რომელმაც გამარჯვების აღსანიშნავად აჭის წმინდა გიორგის ტაძარს სამი კომლი გლეხი, ტყე და წყალი შესწირა. სიგელის მიხედვით, ქაიხოსრო თაყაიშვილი აჭის ტაძარს საწინამძღვრო მონასტერს უწოდებს.
სიმონ მეორე გურიელმა აჭი საწინამძღვრო მონასტრად აქცია, ხოლო ქაიხოსრო პირველმა ტაძარს უხვი შეწირულობა უბოძა. აჭის წინამძღვრობა მინიჭებული ჰქონდათ სალუქვაძე-თაყაიშვილების საგვარეულოს. მათგან აღსანიშნავია მე-17-ე
საუკუნეში მოღვაწე წინამძღვარი იოსებ თაყაიშვილი, რომელიც შემდგომ
შემოქმედის მიტროპოლიტი გახდა. (გარდაიცვალა 1794წ.)
წმ.ექვთიმე ღვთისკაცის (თაყაიშვილი) მიერ აჭის ტაძარში აღმოჩენილი ოქროთი დაფერილ ვერცხლის ჯვარს შემონახული აღარ ჰქონდა ძვირფასი ქვებით შემკული მედალიონები. ჯვრის წარწერა შემდეგნაირად იკითხება:
“ჰოი, ძელო ცხოვრებისაო, მეოხ ეყავ შენთა მკობთა დღესა მას განკითხვისასა. შეიქმნა ჯვარი ესე ბეთანიასა ღვთის მშობელისა ოქროსა და ვერცხლის წმინდისა, უფლებასა დედოფლისა თამარის, ადიდენ ღმერთმან.”

როგორც წარწერიდან ჩანს, ჯვარი თამარ მეფის დროს არის შექმნილი, იგი საწინამძღვროდ ითვლეობდა და მასზე მეფის ლაშქარი ლოცულობდა.
ამჟამად, აღნიშნული უნიკალური ჯვარი აჭის მონასტერს დაუბრუნდა; სამწუხაროდ, იგი ძვირფასი თვლებისაგან განძარცვულია.
ამჟამად, აღნიშნული უნიკალური ჯვარი აჭის მონასტერს დაუბრუნდა; სამწუხაროდ, იგი ძვირფასი თვლებისაგან განძარცვულია.
უნდა აღინიშნოს, რომ 2007 წლის 12 ივლისიდან აჭის ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება, შემოქმედის მიტროპოლიტ იოსების ლოცვა-კურთხევით ამოქმედდა აჭის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტერი. საუკუნოვანი დუმილის შემდგომ აღდგა მონაზვნური ცხოვრება და განახლდა წირვა-ლოცვა ღვთის შეწევნითა და მოწყალე ადამიანთა თანადგომით ჯვარი აღიმართა ტაძრის გუმბათზე.
წყარო:achis-eklesia.ge
წყარო: achis-eklesia.geწყარო
No comments:
Post a Comment