ამ დღეებში ხელი მოვაწერე განკარგულებას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში ექვთიმე თაყაიშვილის ნეშტის გადასვენების შესახებ.
გადასვენების ოფიციალური ცერემონია შედგა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.
ეს სავსებით კანონზომიერია.
ექვთიმე თაყაიშვილს საქართველოს წინაშე, მართლაც უდიდესი დამსახურება მიუძღვის, ისიც კანონზომიერია, რომ ეს წმინდა მოღვაწე, რომელმაც უცხოეთში გადახვეწილი განძი კი არ შეინარჩუნა, არამედ უდიდესი ღვაწლი დასდო ერის ისტორიული მახსოვრობის სრულად აღდგენასა და ეროვნული თვითშეგნების გაღვივებას, ამიერიდან ერის მამის, წმინდა ილიას საფლავის გვერდით განისვენებს. იგი ხომ უერთგულესი მოწაფე და თანამებრძოლი იყო მისი…
დღეს ჩვენი წმინდა ვალი მარტო დიდ წინაპართა პატივისცემა კი არა, არამედ მათი საქმის გაგრძელება და მათი ანდერძის აღსრულებაა – ვუერთგულოთ საქართველოს, მის ისტორიას, აწმყოს და მომავალს.
ედუარდ შევარდნაძე
2002 წელი,
26 მაისი
No comments:
Post a Comment