ექვთიმე თაყაიშვილი საკუთარ თავზე
- „საზოგადოების
წევრი
რომ
გავხდი,
მივიხედ-მოვიხედე;
შევიტყვე,
რომ
იმ
ძვირფას
ხელნაწერებს
კაცი
პატრონი
არა
ჰყავდა
და
ძალაუნებურად
მოვკიდე
ხელი,
დავუწყე
პატრონობა.
მერე
თანდათან
გამიტაცა,
შემიყვარდა
და
ვიწყე
ზრუნვა
დაღუპვისაგან
მათ
გადარჩენაზე.
თან
ახალ-ახალსაც
ვაგროვებდი,
შემოწირულით
აღარ
ვჯერდებოდი.
საზოგადოების
ხარჯზე
შეძენაც
დავიწყე.
სხვადასხვა
კუთხეში
მიმოწერა
გავაჩაღე,
აგენტები
გავიჩინე"
- „საქართველო
დავიარე
და
დავინახე,
თუ
რა
უზარმაზარი
მასალაა
განწირული
დავიწყებისა
და
ხშირად
დაღუპვისთვისაც,
პირდაპირ
ამიტანა
ფანატიკურმა
მისწრაფებამ,
რაც
შეიძლება
მეტი
მომესწრო,
მით
უმეტეს,
რომ
ჩემ
თანამედროვეთაგან
აღარავინ
მისდევდა
ამ
საქმეს
. . . რამდენს
ვცდილობდი,
რას
არ
ვკიდებდი
ხელს,
მაგრამ
რამდენი
რამ
მაინც
ვერ
მოავსწარი
. . . . არ
იყო
ხალხი,
თითოოროლა
კაცის
მეტი
არ
ეკარებოდა
ასეთ
საქმეს;
არ
ესმოდათ
ამის
მნიშვნელობა
და
გემო!
. . რუსთველის
გამზირზე
სერნობასა
და
პოპულარული
სტატია-წიგნების
კითხვას
ან
ლიტერატურულ
კამათს
იქით
აღარ
მიდიოდა
მათი
მონდომება
. . . თითქოს
გვყავდა
ინტელიგენცია,
მაგრამ
ნამდვილად
და
ღრმად
ვერავინ
ხვდებოდა
კულტურული
მემკვიდრეობის
მოვლა-პატრონობისა
და
ადგილობრივ
შესწავლის
აუცილებლობას! “
- „თუმცა
ჩემი
მთავარი
მოღვაწეობა
პედაგოგობა
იყო
და
ამას
შევწირე
ჩემი
ცხოვრების
30 წელიწადი,
იმავე
დროს
შეძლებისამებრ
ვმუშაობდი
საქართველოს
ისტორია-არქეოლოგიაში,
საზოგადოდ
ქართული
კულტურის
ისტორიაში.
აქ
მიზნად
დავისახე
საბუთებისა
და
ძეგლების
შეკრება,
მათი
მოწესრიგება,
აღწერა
გამოქვეყნება
და,
რაც
მთავარია,
დაცვა.“
- ექვთიმე
თაყაიშვილი
No comments:
Post a Comment