მართალია,
ცნობილი
არ
არის
თუ
როდის
აშენდა
აჭის
მონასტერი (მონასტერი მდებაროებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში),
მაგრამ
სავარაუდოდ
ძველი
წლებით
უნდა
თარიღდებოდეს.
გურიაში
მოღვაწე
ხელოვნებათმცოდნეები
მას
მე-12
მე-13
საუკუნეებით
ათარიღებენ.
დ.ბაქრაძის
გადმოცემით,
ტაზარი
უფრო
ადრინდელი
პერიოდის
მე-8
მე-9
საუკუნის
ნაგებობაა.
ამასთანავე,
უნდა
აღინიშნოს
ის
ფაქტი,
რომ
მე-12
მე-13
საუკუნის
ნაკეთობებს
არ
წააგავს
ტაძრის
დასავლეთ
და
სამხრეთ
კარიბჭის
თავზე
მოჩუქურთმებული
ჯვრები,
ასევე
არ
უნდა
ეკუთვნოდეს
აღნიშნულ
საუკუნეებს
სამხრეთის
კარიბჭის
თავზე
არსებული
ხუთსტრიქონიანი
წარწერა:
“წმინდაო
გიორგი,
მეოხ
ექმენ
პატიოსანთ
სარის,
რატის,
უშანიანს
და
მეოხ
ექმენ
ნიკოლოზ
აჭიელსა
და
კალატოზთა
მიქელას
და
მხეციძესა.”
ექვთიმე თაყაიშვილის მთავარი დამსახურება სამშობლოს წინაშე, რა თქმა უნდა, საქართველოს ეროვნული საგანძურის გადარჩენაა. დღეს ამ განძის ნაწილი მუზეუმებშია დაცული, ნაწილი კი საქართველოს ეკლესია-მონასტრებში. კიდევ უფრო დასაფასებელია ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი, თუ გავითვალისწინებთ, რომ შეუფასებელი განძის გადარჩენა მან, უკიდურესი სოციალური გაჭირვების ფონზე შეძლო. ჩვენი მიზანია, უფრო მეტი შეიტყოთ ექვთიმე ღვთისკაცის შესახებ, რომელსაც ქართულმა საზოგადოებამ, სრულიად დამსახურებულად უწოდა ზნეობრივი გმირი!
Wednesday, February 27, 2013
ექვთიმე თაყაიშვილი საკუთარ თავზე
- „საზოგადოების წევრი რომ გავხდი, მივიხედ-მოვიხედე; შევიტყვე, რომ იმ ძვირფას ხელნაწერებს კაცი პატრონი არა ჰყავდა და ძალაუნებურად მოვკიდე ხელი, დავუწყე პატრონობა. მერე თანდათან გამიტაცა, შემიყვარდა და ვიწყე ზრუნვა დაღუპვისაგან მათ გადარჩენაზე. თან ახალ-ახალსაც ვაგროვებდი, შემოწირულით აღარ ვჯერდებოდი. საზოგადოების ხარჯზე შეძენაც დავიწყე. სხვადასხვა კუთხეში მიმოწერა გავაჩაღე, აგენტები გავიჩინე"
მიხაკო წერეთელი ექვთიმე თაყაიშვილზე
„ექვთიმე სპეციალობით არც არქეოლოგი იყო, არც ხელოვნებათა მეცნიერი, არც
ისტორიკოსი, არც ქართული ფილოლოგიის სწავლული. მაგრამ იგი იმავე დროს
ერთიც იყო, მეორეც, მესამეც და მეოთხეც. სიდიადე მისი სულისა სწორედ აქ
არის, — მან თავისი ერის სამსახურისთვის ეს მეცნიერებანი თვით შეისწავლა.
იგი იყო „მოხალისე“, „მოყვარული“, მაგრამ ნამდვილი ბატონი საქართველოს
წარსულის კვლევის ფართო ნიადაგზედ... იგი იყო განმგრძობი დიმიტრი ბაქრაძის,
თავისი უფროსი თანამედროვის თ. ჟორდანიას და სხვათა ღვაწლისა, რომელთაც
იგივე მიზანი ხელმძღვანელობდა მათი უანგარო, დაუღალავი და ხანგრძლივი
შრომის დროს.“
ექვთიმე თაყაიშვილის სიტყვა დიმიტრი ყიფიანის დასაფლავებაზე
უნივერსიტეტი რომ გავათავე, თბილისში ჩამოვედი და ლათინური ენის მასწავლებლად დავდექი სათავადაზნაურო სასწავლებელში, რომელსაც მაშინ ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე განაგებდა (ქუთაისშივე, გიმნაზისტობისას ჩემი კარგად მცნობი). ჩემი ჩამოსვლის შემდეგ ერთი თვეც არ გასულიყო, რომ ამბავი მოვიდა, სტავროპოლში დიმიტრი ყიფიანი მოკლესო. ეს იყო 1887 წლის 24 ოქტომბერს. ამან, რა თქმა უნდა, თავზარი დაგვცა ყველას და მთელი ქართველობა ააღელვა. გადაწყვიტეს, ჩამოესვენებინათ ცხედარი და საკადრისი პატივით დაემარხათ მთაწმინდაზე. ამის მოსაწყობად შედგა კომისია, რომელშიც, რა თქმა უნდა, ილია ჭავჭავაძეც დიდ მონაწილეობას იღებდა.
მურმან ლებანიძის სიტყვა, წარმოთქმული ექვთიმე თაყაიშვილისა და ნინო პოლტორაცკაიას გადმოსვენებისას
ბატონო პრეზიდენტო! ქალბატონებო და ბატონებო! ქართულ სინამდვილეში, საქართველოს ბედუკუღმართ ისტორიაში არიან ლეგენდარული გმირები, რომელთა სახელ-დიდებას არც გაზვიადება სჭირდება და არც დაკნინება უხერხდება… გაივლიან ხოლმე ეს ადამიანები ეპოქალურ ქარტეხილებს და მათი ვარსკვლავები ხელმიუწვდომელ სიმაღლეზე ბრწყინდებიან.
ექვთიმე თაყაიშვილი – დიდი მაგალითი
ამ დღეებში ხელი მოვაწერე განკარგულებას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში ექვთიმე თაყაიშვილის ნეშტის გადასვენების შესახებ.
გადასვენების ოფიციალური ცერემონია შედგა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.
Famous Georgians
წმ.
ექვთიმე
ღვთისკაცის
(თაყაიშვილის)
ცხოვრება
და
ღვაწლი
ყველა
ქართველისათვის
ცნობილია,
განსაკუთრებით
მისი
საოცარი
თავგადასავალი
ქართულ
განძთან
ერთად.
მიუხედავად
ამისა,
ჯერ
კიდევ
ბევრი
რამ
არის
საკვლევი
და
მოსაძიებელი.
სულ
ახლახან,
ბაგინეთში,
დიდმა
არქეოლოგიურმა
აღმოჩენებმა
კიდევ
ერთხელ
ჩაგვახედა
მის
ბიოგრაფიაში.
ცნობილ
ფოტოზე
„ილია
ჭავჭავაძე
და
დიმიტრი
ბაქრაძე
მცხეთაში
არქეოლოგიურ
გათხრებზე“
სწორედ
ბაგინეთის
ექსპედიციაა
ასახული.
აღმოჩნდა,
რომ
ფოტოზე
ილიას
უკან
გამოსახულია
გიმნაზიის
მასწავლებელი,
თეთრ
ფორმასა
და
ქუდში
გამოწყობილი
ექვთიმე
თაყაიშვილი,
რომელიც
ერთ-ერთი პირველი
იდგა
ქართული
არქეოლოგიის
სათავეებთან.
ექვთიმე თაყაიშვილის მოგონებები იალია ჭავჭავაძეზე
ილია ჭავჭავაძე პირველად ვნახე
ჩემი სტუდენტობის დროს, ვგონებ, როდესაც III კურსზე ვიყავი გადასული.
კარგად კი არ მახსოვს, ასე 1885 წელს უნდა ყოფილიყო.
ილია
ქართული სათავადაზნაურო ბანკის საქმეზე ჩამოვიდა პეტერბურგში და ბინად
ჩამოხტა ვასო მაჩაბელთან. . . ილია და ის ვასო მაშინ დიდი მეგობრები
იყვნენ, ილია შვილებს უნათლავდა. ვასო ნაფიცი ვექილი იყო, ადვოკატი თავად
მინგრელსკისა, რომელიც მაშინ პეტერბურგში ცხოვროდა. ვასო ქართველ
სტუდენტებს ეხმარებოდა ხოლმე ხელმოკლეთათვის ფულის შესაკრებად საღამოების
მოწყობაში. ერთი ასეთი საღაოს შემოსავალი, სამი ათასი მანეთი სტუდენტებს
ვასილის თანხმობით გადაედოთ, როგორც ხელუხლებელი თანხა და ხუმრობით
"დარდუბლის კიდობანი" დაერქმიათ მისთვის. ის
ფული თვით ვასილ მაჩაბელს ჰქონდა მიბარებული. იმ წელიწადს ვასილმა
გადაწყვიტა საქართველოში დაბრუნება, თავისი სახლის ლიკვიდაციას აპირებდა
(მგონი, ნევის პროსპექტზე ცხოვრობდა) და წინადადება მოგვცა სტუდენტებს, იმ
თანხასაც თან წავიღებ და შესანახად გადავცემო ქართელთა შორის წერა-კითხვის
გამავრცელებელ საზოაგდოებას, რომლის თავმჯდომარეც ილია ჭავჭავაძე არისო.
ექვთიმე თაყაიშვილის ფონდი 2326 საარქივო საქმეს შეიცავს
ექვთიმე თაყაიშვილის
პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივის ნაწილი
შემოსწირა კალისტრატე სალიამ (## 2298-2300) 1972 წლის 12 ივნისს
(შემოსულობათა წიგნი # 383); არქივის ძირითადი ნაწილი შემოვიდა 1972 წლის
12 ივნისს (შემოსულობათა წიგნი # 384); 1981 წლის 26 მაისს (შემოსულობათა
წიგნი # 557).
ექვთიმე თაყაიშვილის ფონდი 2326 საარქივო საქმეს შეიცავს: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი; 3) მიმოწერა; 4) ფოტოები; 5) სხვადასხვა.
ექვთიმე თაყაიშვილის ბარათი პროფესორ ვუკოლ ბერიძესთან
ეხლა მდგომარეობა ძირიანად შეცვალა, ნივთები უპატრონოდ არის
გამოცხადებული. მე აღარა
მაქვს საშუალება და უფლება ნივთების დაცვასა და ჯეროვნად შენახვას მეთვალყურეობა გავუწიო, ნებაც რომ მქონდს,
ფიზიკური მდგომარეობა არ მაძლევს საშუალებას, მოვხუცდი, ფეხიც
დამიშავდა, ძლივს დავდივარ. დღეს
ვარ, ხვალ აღარ
ვიქნები და ჩემთვის მეორე სიკვდილი იქნება,
თუ ის ნივთები ან მისი ნაწილი
დაგვეკარგება; თქვენ უწყით,
თუ რა წილი
მიდევს მე მათ შეკრებაში და მათი დღევანდელი მდგომარეობა მტანჯავს, ვერ დავმშვიდდები, მანამ
ის ნივთები საქართველოს არ დაუბრუნდება და მუზეუმს არ ჩაბარდენბა. ეხლა
მე საფრანგეთის მთავრობას მოხსენებას ვუდგენ,
რომელშიაც ახსნილია ყოველი
გარემოება ამ ნივთებისა, ესე იგი:
1) რომ ეს ნივთები ევაკუაცია ქმნილია საფრანგეთის ყოფილი ელჩის რჩევითა და დახმარებით.
2) რომ ეს ნივთთები შეადგენენ საკუთრებას არა მათ მიერ ცნობილი მთავრობისა, არამედ კერძო მუზეუმებისა, საისტორიო და საეთნოგრაფო საზოგადოებისა, საეკლესიო მუზეუმებისა, სამხატვრო გალერეისა და საქართველოს მუზეუმისა.

3) რომ ეს ნივთები მხოლოდ შესანახად ჩაბარებული ჰქონდა
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას და მეთვალყურედ მე ვიყავი დანიშნული.
4) რომ ეხლა, როდესაც აქ საქართველოს მთავრობის საელჩო მოხსნილია, რომლის სახელზე ნივთები ინახებოდა ბანკში, ის ნივთები უნდა დაუბრუნდეს თავიანთ პატრონებს, ესე იგი საქართველოს მუზეუმებს, მით უმეტეს, რომ ამ მუზეუმების გარშემო და საქართველოს უნივერსიტეტშო ეხლა ინტენსიური სამეცნიერო მუშაობა წარმოებს და მკვლევარნი მოკლებული არიან საშუალებას ისარგებლონ ამ ნივთებით. მოხსენიებული იქნება აგრეთვე, რომ ამჟამად საქართველოში მუშაობენ რუსთაველის იუბილეის გადახდისათვის, ამზადებენ მისი პოემის სამეცნიერო გამოცემას და სამი საუკეთესო ხელნაწერი რუსთაველის პოემისა აქ არის წამორებული. აგრეთვე მოხსენიებული იქნება, საბჭოების ხელისუფლებამ დაუბრუნა საქართველოს ყველა სამუზეუმო ქართული ნივთები, რომელნიც, წამორებული იყო რუსეთში.
ეხლა აუცილებელად საჭიროა, ამ ჩემს მოსენებას დაერთოს თქვენი, ესე იგი საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების ხმაც და შუამდგომლობა და მუზეუმების საბჭოების მოთხოვნა საფრანგეთის მთავრობისაგან, რომ მათ დაუბრუნდეს მათი კუთვნილი და შესანახად წამოღებული ნივთები. მართალია, წერა-კითხვის და საეკლესიო მუზეუმები ეხლა გადაცემულია უნივერსიტეტისადმი, როგორც მათი კანონიერი მემკვიდრე: საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, სამხარვრო გალერეა სა საქართველოს მუზეუმები არსებობენ და მათმა გამგეობამ უნდა აღძრან შუამდგომობა.
გთხოვთ, ეს წერილი გააცნოთ საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლებას და დაინტერესებულ მუზეუმებს და დაწესებულებათ და რამდენადაც შეიძლება დაჩქარებით წარმოადგინონ თქვენი შუამდგომობა. ამას მოითხოვს ჩვენი ნივთების ინტერესი, რომ განსაცდელში არ ჩავარდეს და არ დაგვეჩაგროს. Kიდევ ერთი ცნობა: შესანახი ფული მარტო ერთი წლისაა გადახდილი ორი ათას ხუთასი ფრანკი. დანარჩენს, რასაკვირველია, მოითხოვენ და უნდა გადაიხადოთ.

სამაგიეროდ ბევრს, ერთობ
ბევრს ნივთებს მიიღებთ, რომელნის წინეთ არ ეკუთნოდნენ მუზეუმებს. შიტყვას აღარ გავაგრძელებ. ველი
თქველს პასუხს.
ღრმად პატივისცემით, ექვთიმე თაყაიშვილი
ღრმად პატივისცემით, ექვთიმე თაყაიშვილი
9 აპრილი 1935 წელი
www.lib.ge
Subscribe to:
Posts (Atom)