Wednesday, February 27, 2013

ექვთიმე თაყაიშვილის სამი ბარათი იოსებ მეგრელიძისადმი



-ნო იოსებ, დიდად გმადლობ წიგნებისათვის.
გაახლებ ექვს ჩემს ბროშურას. ავალიშვილს და ზავრიევს გავუგზავნე თქვენინაროდნიე პრედანია შოტა რუსტაველი.“ ზურაბს მივსწერე მისი წიგნისვეფხისტყაოსნის საკითხები“- შესახებ; თუ გამომიგზავნა, გაახლებთ. დეეტერსის ქართული ზმნები მე არ მინახავს და არც ვიცი, სად იშოვნება. ფოქტის ახალი გრამატიკა ვიცი, რომ გამოვიდა მაგრამ ჩემთვის არ გამოუგზავნია; მოვიკითხავ, სად იყიდება და როცა ვიპოვი, გამოგიგზავნით. მოკლე დროში გაახლებთ კიდევ ჩემსარქეოლოგიურ ექსპედიციას ლეჩხუმ-სვანეთში“.
თქვენა გთხოვთ, საიუბილეო გამოცემავეფხისტყაოსნისამომაწოდოთ უსათუოდ. ტფილისიდან აღარაფერი მომდის. ტფილისის მუზეუმისმოამბემარტო რვა წიგნი მაქვს, უნივერსიტეტისმოამბე“ _ ათიიზვ.კავკ.არხ.ინსტიტუტა“- ოთხი.
რაც მეტია გამოსული ამ სერებისა, საჭიროა ჩემთვის, თუ შესძლებთ გამოგზავნას სასწრაფოდ გაახლებთ საჭირო წიგნებს, გინდ ღირებულება. შემიძლია გაახლოთ მეორე და მესამე წიგნი Gეორგიცა- სი, თუ გსურთ. ჩემი სტატიებისოტტისკებიამ ტომებიდან არ აღმოუბეჭდავთ. თქვენი გურიის ტერიტორიის და მოსახლეობის გამოკვლევა ფრიად კარგია.
 
მეარა მაქვს კონტაქტი აქაურ გამომცემლებთან, იშვიათად ვარ პარიზში და წელთა გამო უძლურებას განვიცდი. .მარისადმი მიძღვნილი საიუბილეო ტომი XlV არა მაქვს. სალამი ჩემგან ალ. ქალბატონს მარრს.

                                                                                                         პატივისცემით . თაყაიშვილი.
                                                                                                                                             11.06.(1938)

 
-ნო იოსებ,
 
მივიღეპამიატნიკი ეპოხი რუსტაველიჩ“ (ლენინგრადი, 1938) და თქვენი ღია წერილი. უღრმესი მადლობა. მშვენიერია . ორბელის წერილი რუსთაველზე. გადაეცით ჩემი სალამი; მოთხოვეთ , მისი ნაწერები გამომიგზავნოს. გაახლებთექსპედიციას ლეჩხუმ-სვანეთში.“ფოქტის ქართული გრამატიკა არ აღმოჩნდა გასასყიდად პარიზში. ეს მაცნობა .ავალიშვილმა. ის მისი ცოლის ნათესავია. ოსლოში მივსწერე ნაცნობთ; თუ მივიღე, გაახლებთ. გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, განსვენებულის . მარრის არქივში უნდა იყოს ჩემ მიერ მისდამი გაგზავნილი ფანასკერტის ერთი ეკლესიის სომხური წარწერა და აგრეთვე სასაფლაოს ქვის წარწერები ჩანგლის ეკლესიისა. მე გაუგზავნე და არ დაუბეჭდია. თუ იპოვით, - ორბელს გადაეცით. ზურაბის წიგნი მიღებული გექნებათ.
პატივისცემით . თაყაიშვილი
  P.S.
დიდად საჭიროა ჩემთვის თბილისში გამოსული რუსთაველის დროის მატერიალური კულტურა. თუ იშოვით, მეტად დამავალებთ.
                                                                                                                     პატივისცემით . თაყაიშვილი.

 
-ნო იოსებ,
 
გამოუთქმელი მადლობავეფხისტყაოსნისათვის“. დიდად ვაფასებ ჩემი სიყრმის ამხანაგის და მეგობარის ნიკო მარის ღირსეული შეგირდის ჩემდამი ყურადღებას. უნივერ მოამბე IX მაქვს, მაგრამ როგორ წარმოვიდგენდი, რომ . მაკალათიას წერილი სარჩევში გამოშვებული იქნებოდა.
სუყველა ტფილისის გამოცემების სარჩევები გადავათვალიერე და არ აღმოჩნდა. სიბერის გამო ხსოვნამ მიკლო. ფოქტის წიგნს ველი ამ დღეებში, დეეტერსის წიგნი დავიბარე.თუ მივიღე, გაახლებ.
 
ჩემთვის ეხლა ყველაზე უფრო საჭიროარუსულ-ქართული ლექსიკონი,“ ტფილისის გამოცემა, 1937წლის გთხოვთ, მომიხერხოთ მოწოდება და ხარჯს აგინაზღაურებთ. თბილისში ოროდიო სონღულაშვილს მიმართეთ (მასკოვსკაიაN-4) და ის მოგცემთ ზოგიერთ ჩემთვის საჭირო წიგნებს. ალბათ, თქვენ მოგიხდებათ ზაფხულში საქართველოში ჩასვლა.მიიღეთ ზომა ახალგაზრდა მეცნიერებმა, რომ გამოსცეთმოკლე ქართლის ცხოვრება, “ რომლიდანაც სომხური ტექსტია ნათარგმნი (ივ. ჯავახიშვილს აქვს); მასვე აქვს მეორექართლის ცხოვრება,“ რომელშიაც სომხური ტექსტია ნათარგმნი(ივ.ჯავახიშვილს აქვს);მასვე აქვს მეორექართლის ცხოვრების გაგრძელება“, პომელშიაც თამარ მეფის მეორე ისტორიკოსის ტექსტია და ვახტანგის კომისიის შეუსწორებელიქართლის ცხოვრებისგაგრძელება.
ეს ტექსტები პირველ რიგში უნდა გამოიცეს.
ეს ხელნაწერები უნიკუმებია და მიუტევებელია, რომ ამდენხანს გამოუცემელი რჩება. პატივცემულ ივანეს ტექსტების გამოცემა, ეტყობა, არ ეხერხება. თქვენ მიიღეთ ახალგაზრდებმა თავის თავზე. ნუ უცდით აღდგენილ ტექსტებს. აღდგენა საჭიროა, მაგრამ ესეც ხშირია, რომ აღმდგენელი ზოგჯერ ამახინჯებს ზოგიერთ ადგილებს დედნისას. მარიამ დედოფლის ტექსტის აღმდგენელის მაგალითები წინ გვიძევს. მადლობელი უნდა ვიყოთ, რომ დონდუამ მოგვცა რუსული თარგმანი თამარის მეორე ისტორიკოსისა.
 
სამწუხაროდ, საიუბილეოვეფხისტყაოსანიარ არის მეცნიერული გამოცემა, გარეგნულადაც გაცილებით ქართველიშვილის გამოცემა სჯობია.
ბევრი ყალბი ადგილებია შით დატოვებული, ზოგი შესწორება ტექსტს ამახინჯებს. კრიტიკული ტექსტი უნდა გამოიცეს.
                                                                                                                     პატივისცემით . თაყაიშვილი.


                                                                                                                                                               www.lib.ge

No comments:

Post a Comment