,,ერი
ყოველ წუთს სადარაჯოზე უნდა იდგეს, მისი
გუშაგი უნდა ფხიზლობდეს...და ასე განუწყვეტლივ გრძელდებოდეს ბრძოლა საქართველოს
გათავისუფლებამდის!“
ექვთიმე
თაყაიშვილი
ისტორიული პიროვნებების ან მოვლენების შესახებ ინფორმაციის
მოპოვების, დამუშავების და ანალიზის გაკეთების პროცესში ყოველთვის არსებობს სუბიექტურობის
საფრთხე. ისტორიული წყაროები ყოველთვის შეიძლება გარკვეულწილად მცდარი იყოს, შესაბამისად,
არსებობს საფრთხე, რომ მოვლენების ანალიზი არასწორი ფაქტების საფუძველზე მოხდეს. ამ
მოსაზრებას აძლიერებს ქართული საზოგადოების უახლესი წარსული გამოცდილება, იგულისხმება,
საბჭოთა პერიოდი, როდესაც ხდებოდა ისტორიული მოვლენები გარკვეული მანიპულირების და
პროპაგანდის საშუალებად განიხილებოდა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ისტორიული პიროვნების
ან მოვლენის კვლევისას საკითხი ყველა შესაძლებელი ასპექტით უნდა შევისწავლოთ.
ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ, კვლევის მომზადება ერთის
მხრივ, ძალიან მარტივია, რადგან მის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები, პრაქტიკულად ზუსტად
არის შემონახული. მეორეს მხრივ კი, მისი პიროვნების შესახებ სერიოზული და მეტყველი
კვლევის მომზადება, უაღრესად რთულია, ვინაიდან ექვთიმე თაყაიშვილის საზოგადოებრივი
და პოლიტიკური მოღვაწეობა საბჭოთა ხელისუფლებისთვის სულაც არ უნდა ყოფილიყო, ისეთი
პოზიტიური, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.
ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ საზოგადოებაში გავრცელებული
ცნობების უმრავლესობა მის საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეხება, ჩვენ მას დღეს, პირველ
რიგში, ვიცნობთ როგორც მეცნიერს, რომელმაც პიროვნული ტრაგედიების ფონზე, თავისი სამშობლოსთვის
უაღრესად სასარგებლო საქმე გააკეთა, იგულისხმება, საქართველოს ეროვნული საგანძურის
- ისტორიული ნივთევთების და ხელნაწერების შეგროვება, მოვლა-პატრონობა და მისი საქართველოში
დაბრუნება. ამ მართლაც დასაფასებელი საქმის ფონზე, პრაქტიკულად მივიწყებულია ექვთიმე
თაყაიშვილის საზოგადოებრივ პოლიტიკური მოღვაწეობა, 1921 წლამდე, სანამ ის საფრანგეთში
ემიგრაციაში წავიდოდა. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, საბჭოთა პროპაგანდაა, ვინაიდან ექვთიმე
თაყაიშვილის პოლიტიკური მოღვაწეობა, სულაც არი იყო კომუნისტური მმართველობისთვის ისე,
მისაღები, როგორც მისი 1921 წლის შემდგომი საქმიანობა.
წინამდებარე კვლევაში, ჩვენ ვეცდებით, აქცენტი გავაკეთოთ
სწორედ მის პოლიტიკურ მოღვაწეობაზე, თუმცა, გარკვეულ დასკვნებს ამ ისტორიული პიროვნების
შესახებ მისი უფრო ცნობილი საქმეებიდან გამომდინარეც გავაკეთებთ.
ბავშვობა
ექვთიმეს მამა აზნაური სიმონ ნიკოლოზის ძე თაყაიშვილი, ჩინოსანი გახლდათ, იგი კორდონის ოფიცერად მსახურობდა და მაშინდელი გურია–ოსმალეთის ხაზზე საზღვრის მცველი იყო. სოფელში „ჭკვიანი, დინჯი, სამართლიანი და ნასწავლი კაცის სახელი ჰქონდა მოხვეჭილი“. სიმონ თაყაიშვილი ექვთიმეს დაბადებიდან მალევე გარდაიცვალა, იგი ჯერ კიდევ ბავშვის დაბადებისას მძიმედ იყო ავად. რაც შეეხება, დედას მასზეც მწირი ცნობებია, ნინო ნაკაშიძე სოფელ მაკვანეთიდან იყო, ის თავად გიტული (გიტო) ნაკაშიძის ასული გახლდათ. ცნობილია, რომ ექვთიმეს დედა ხუთი წლის ასაკში გარდაეიცვალა. მოგვიანებით ექვთიმე თაყაიშვილი აღნიშნავდა, - ”ხუთი წლისა ვყოფილვარ, რომ დედის გვერდიდან ავუყვანივარ ბებიას. დედა გარდაცვლილიყო და მე კი ისიც არ ვიცოდი, რას ნიშნავდა სიკვდილი, უფრო ის დამამახსოვრდა, რომ ტიროდნენ და ამბობდნენ: რა ეშველება ობლებსო!...” მამის გარდაცვალების გამო ექვთიმესა და მის და-ძმებს მზრუნველად დაუნიშნეს - სიძე სიმონ გოთუა. ოფიციალური მეურვის გარდა ბავშვებს მაკა ბებია და მაკა მამიდა უვლიდნენ.
ბებია მაკა შარვაშიძის ასული იყო. „არ გვარჩევდა ბავშვებს, ყველას ერთნაირი
მზრუნველობით გვეპყრობოდა” იგი ”მხნე და ახოვანი, წარმოსადეგი შხედულებისა ...
რიხიანი ხმისა, მეტად უშიშრი და გაბედული ყოფილა. არავისაგან ისეთი მოფერება, ალერსი, და
მზრუნველობა არ მახსოვს, როგორც ამ ბებიისაგან. იგი ოდა სახლში ვერ ჩრდებოდა, -აქ სული
მეხუთებაო - და ღამეს ფაცხაში ათენებდა, უმცროსს შვილიშვილსაც აქვე თავის ლოგინში
იწვენდა.... ბებია ზოგჯერ არ მაძინებდა, წიგნი იცოდა და ზღაპრებიცა. თხრობით
მიქცევდა ხოლმე“,
- იხსენებს ექვთიმე თაყაიშვილი.
ექვთიმეს ბევრი მზრუნველიც ჰყავდა, ის განსაკუთრებით იხსენებს მამიდა
მაკას, -„ყველანი
კარგნი და განთქმულნი მეოჯახენი იყვნენ, მათ შორის მაკა იყო ყველაზე უფრო
გონებამახვილი, შეგნებული და ტონის მიმცემი ბიძაჩემთა ოჯახებში...“ მიუხედავად ასეთ მზრუნველი გარემოცვისა, ექვთიმემ ბავშვობაში გამოუსწორებელი
ტრავმა მიიღო, „ბავშვობაში
მე ცელქი ვყოფილვარ. სამი წლისა ხეზე გავსულვარ, გადმოვვარდნილვარ და მარჯვენა
ფეხი მომიტეხია. მე არ მახსოვს ეს ამბავი, მახსოვს, მხოლოდ, თუ ერთ ღამეს როგორ
ამომვარდა მოტეხილი წვივის ძვალი და შემდეგ როცა ბავშვებს გავაჯავრებდი
”კოჭლაბუხას” მეძახდნენ“.
ყმაწვილი ექვთიმე ოზურგეთის სასწავლებელში შეიყვანეს, ის მოგვიანებით იხსენებს, - „მხოლოდ მაშინ
მამიდა მაკამ შემიკერ ახალუხი და სკალატის (მაუდის) ჩოხა. ჩოხას ჩვეულებრივი საექილეები არ გაუკეთეს და
ზოგიერთები მე, ამის ჩამცმელს, დიაკონს მეძახდნენ. ეს იყო ბავშვობაში პირველი და
უკანასკნელი ხეირიანი ჩაცმა ჩემი: შემდეგ ზამთარ-ზაფხულს, პარუსინის ბლუზის მეტი
არა მცმია რა“. ექვთიმე თაყაიშვილი იხსენებს
მატერიალურ გაჭირვებას, რომელიც მას სწავლის პერიოდში ჰქონდა, ვინაიდან მისთვის
ოჯახი სახელმძღვანელოების ყიდვას ვერ ახერხებდა, მასწავლებლის მონათხრობს
იზეპირებდა.
1869 წელის 7-8 წლის ექვთიმე თაყაიშვილი
ოზურგეთის სამაზრო სასწავლებლის მოსამზადებელ კლასში შეიყვანეს. აქ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასწავლებელმა იოსებ თაყაიშვილმა, რომელიც მოსკოვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იყო. თუ
მოსწავლეები მის რუსულ საუბარს ვერ
გაიგებდნენ
თემას ქართულად ხსნიდა, ეს მაშინ
აკრძალული იყო, ამას სხვა არავინ აკეთებდა. საერთოდ
იოსებს ექვთიმე იმ დონეზე სცემდა პატივს, რომ კარგა ხნის შემდეგ, როდესაც იოსები
გარდაიცვალა, ექვთიმე თბილისიდან ლიხაურში ჩასულა და გამოსამშვიდობებელი სიტყვა
წარმოთქვა, „მიცვალებულზე სიტყვის თქმა - წერს ექვთიმე -
ჯერ კიდევ არ იყო გურიაში მიღებულიდა ჩემმა სიტყვამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა
დამსწრეებზე”.
1874 წელს სამაზრო სასწავლებელი საქალაქოდ
გადაკეთდა
და სასწავლო პროგრამაც
შეიცვალა.
ამ დროს ექვთიმე მე-3 კლასში გადადიოდა, შესაბამისად, მას კიდევ 4 წელი უნდა
ესწავლა, რის გამოც ექვთიმე ფოთის სამაზრო სასწავლებელში გადაიყვანეს, მესამე
კლასის დამთავრების შემდეგ, ის მშობლიურ სოფელში დაბრუნდა. ექვთიმე აღნიშნავს, - ,,მე–14 წელში ვიყავი გადამდგარი, ჩემ მიერ
სწავლის გაგრძელება ბიძაჩემისა და ჩემს სიძეს არ ეპიტნავებოდა. ერჩივნათ
სამსახურში მოვწყობილიყავი მწერლად. სიძემ
დაიჩემა და ბიძამაც მითხრა ლიხაურელებმა მოციქული გამომიგზავნეს, ექვთიმე
სოფლის მწერლად დაგვიდგესო“. ამ შემოთავაზებაზე ექვთიმემ უარი
განაცხადა და სწავლა ქუტაისის გიმნაზიაში განაგრძო.
ქუთაისის სასწავლებელში სწავლისას
ექვთიმე დიდ მატერიალურ გაჭირვებას განიცდიდა, თუმცა, ოზურგეთის სასწავლებლისგან
განსხვავებით, ის აქ ძალიან კარგად სწავლობდა. ექვთიმე ქუთაისში დაუახლოვდა ნიკო მარს, რომელიც ასევე კარგი
მოსწრებით გამოირჩეოდა.
ქუთაისში ეზიარა ექვთიმე მაშინდელ
თანადროულობას. იგი იხსენებს: ,,აქაურმა თეატრმა თბილისიდან ჩამოსული
მსახიობებით აიდგა ფეხი.
ვასო აბაშიძე, კოტე მესხი, ლადო მესხიშვილი და სხვები აქ მართავდნენ
სპექტაკლებს, აკაკი წერეთლის რეჟისორობით და ჩვენ
გიმნაზიელები
დავდიოდით თეატრში“.
ექვთიმე თაყაიშვილი და ნიკო მარი თავიდანვე თანამოაზრეები იყვნენ. მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ, პეტერბურგის უნივერსიტეტში ისეთი ფაკულტეტი შეერჩიათ, რომელიც ,,უფრო იყო საჭირო საქართველოსთვის”...
სტუდენტობა
ექვთიმე თაყაიშვილმა 1883 წელს ქუთაისის
გიმნაზია ვერცხლის მედალზე დაამთავრა. წარჩინებული დიპლომის მფლობელს ეკუთვნოდა
კავკასიის სასწავლო ოლქის სტიპენდია
და მოსკოვის უნივერსიტეტში აგზავნიდნენ... მაგრამ ექვთიმეს სწავლის გაგრძელება პეტერბურგში სურდა, რადგან ისტორიას იქ უკეთ ასწავლიდნენ, თან დიდი
სურვილი ჰქონდა დასწრებოდა აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ლექციებს. გიმნაზიის დირექტორის ა.სტოიანოვის
შუამდგომლობით ექვთიმე თავისი სტიპენდიით პეტერბურგში მოხვდა.
1883წ. სექტემბერში ექვთიმე ჩაირიცხა
პეტერბურგის ისტორიულ–ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, მას სულ ჰქონდა 700 მანეთი და სტიპენდია.
ეს თანხა უნდა გამოეზოგა სტუდენტობის წლებში და სამსახურის ჯამაგირამდე.
ექვთიმე პეტერბურგში გაემგზავრა თანაგიმნაზიელ
ვანო გურულთან ერთად. ეს უკანასკნელი უზრუნველყოფილი იყო ხარჯებით, თუმცა ერთი
კურსის გავლას 2 წელი ანდომებდა,
რაც შეეხება ექვთიმეს იგი წარმატებით გადადიოდა
კურსიდან კურსზე.
ექვთიმე მეორე
კურსზე იყო,
როცა 1884 წ. ნიკო მარი მოეწყო
აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. სიყრმის მეგობრები, მართალია ერთ ფაკულტეტზე არ სწავლობდნენ,
მაგრამ პრაქტიკულად ერთად ცხოვრობდნენ. ლიხაურელი ახალგაზრდისთვის რუსეთის იმპერიის
სატახტო ქალაქში ცხოვრება ბევრს ნიშნავდა, ექვთიმე იხსენებდა „მე იმთავითვე უსათუოდ მინდოდა პეტერბურგის
უნივერსიტეტში შესვლა, რადგან პეტერბურგი უფრო ევროპულიქალაქი იყო, ვიდრე
მაგალითად, მოსკოვი”.
პეტერბურგის სახელმწიფო ისტორიულ არქივში
დაცულია სტუდენტ ექვთიმე თაყაიშვილის პირადი საქმე, რომელშიც დევს განცხადებები
პეტერბურგში ცხოვრების ნებართვისა და საზაფხულო არდადეგებზე პავლოვსკში, ერთხელ
თბილისში და ერთხელაც სხვაგან საზაფხულო
არდადეგების დროს გასვლის შესახებ.
1887 წ–ს ექვთიმე თაყაიშვილმა წარმატებით
ჩააბარა სახელმწიფო გამოცდები, იმავე წელს, ზაფხულში კანდიდატის ხარისხი
დაიმსახურა. ექვთიმე იხსენებს,
- „კანდიდატის ხარისხი რომ
მიეცათ ყველა საგანში ხუთიანი უნდა მიგეღო სახელმწიფო გამოცდებზე“.
ნიკო მარი პეტერბურგში დარჩა. მან ერთი წლის შემდეგ დაასრულა სწავლა,
თბილისში გადმოსვლას რომ ემზადებოდა,
ექვთიმე ტაყაიშვილმა მისწერა, - „ფეხი არ მოიცვალო პეტერბურგიდან, შენი ადგილი
მინდაა, აქ მე დამიპირეს გაფუჭება, და შენ სიფიცხეს უფრო არ აიტანენ!..” მოგვიანებით
ექვთიმე თავის სიყრმის დროინდელ მეგობარზე სიამაყით წერს, - „ნიკო, მართლა, მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერად
გამოიზარდა და
გააცნო საზღვარგარეთს ქართველი ერის კულტურა,
რასაც, რაღა თქმა უნდა, თბილისში მოღვაწეობით ნაკლებად შეძლებდა...“
სამეცნიერო მოღვაწეობა
1887-1894 წლებში ექვთიმე
თაყაიშვილი ასწავლიდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო სკოლასა და კლასიკურ გიმნაზიაში
(ბერძნულ-ლათინურ ენებს, ისტორიას და გეოგრაფიას).
1894-1904 წლებში იგი
განაგებდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიას. აღსანიშნავია, რომ ქუთაისის
ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიასთან ერთად, ეს გიმნაზია წარმოადგენდა ქართული
ეროვნული განათლების უმთავრეს კერას.
პეტერბურგიდან სამშობლოში
დაბრუნებისთანავე ექვთიმე თაყაიშვილი შეუდგა აქტიურ სამეცნიერო-კვლევით
მოღვაწეობას. იგი გახლდათ წყაროთმცოდნე და არქეოგრაფი, ეპიგრაფიკის მკვლევარი,
არქეოლოგი, ქართული მწერლობის ისტორიის მკვლევარი.
ქართველი მეცნიერი, პროფესორი
მიხაკო წერეთელი ასე ახასიათებდა თაყაიშვილს: „ექვთიმე სპეციალობით არც
არქეოლოგი იყო, არც ხელოვნებათა მეცნიერი, არც ისტორიკოსი, არც ქართული ფილოლოგიის
სწავლული. მაგრამ იგი იმავე დროს ერთიც იყო, მეორეც, მესამეც და მეოთხეც. სიდიადე
მისი სულისა სწორედ აქ არის, - მან თავისი ერის სამსახურისთვის ეს მეცნიერებანი
თვით შეისწავლა. იგი იყო "მოხალისე", "მოყვარული", მაგრამ
ნამდვილი ბატონი საქართველოს წარსულის კვლევის ფართო ნიადაგზედ... იგი იყო
განმგრძობი დიმიტრი ბაქრაძის, თავისი უფროსი თანამედროვის თ. ჟორდანიას და სხვათა
ღვაწლისა, რომელთაც იგივე მიზანი ხელმძღვანელობდა მათი უანგარო , დაუღალავი და
ხანგრძლივი შრომის დროს“.
საქართველოს
სამეცნიერო-კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 1907 წელს ექვთიმე
თაყაიშვილის თაოსნობით დაარსებულმა საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ,
რომლის მიზანი საქართველოს ისტორიის, მისი ხალხის ყოფა-ცხოვრების, ხელოვნების
ძეგლების შესწავლა იყო. საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ ფართო და
ნაყოფიერი მუშაობა გაშალა. მრავალმხრივმა სამეცნიერო საქმიანობამ დიდი პოპულარობა
საზოგადოებას მოუტანა.
ექვთიმე თაყაიშვილმა დააფუძნა
ორი სამეცნიერო სერია „ძველი საქართველო“ და „საქართველოს
სიძველენი“. იგი თავად იყო ამ სერიების ტომების შემდგენელი.
ექვთიმე თაყაიშვილის
მოღვაწეობას მაღალი შეფასება მისცა რუსეთის საიმპერატორო არქეოლოგიურმა
საზოგადოებამ. ნაშრომისათვის „მასალები კავკასიის
არქეოლოგიისათვის“ 1911 წლის 28 მარტს იგი აღნიშნული საზოგადოების
დიდი ოქროს მედლით დაჯილდოვდა.
დიდია ექვთიმე თაყაიშვილის
ღვაწლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში. იგი ივანე ჯავახიშვილთან
ერთად იმთავითვე იყო არჩეული „ქართული უნივერსიტეტის
საზოგადოების“ კომისიაში. როგორც ცნობილია, უნივერსიტეტი 1918
წლის 26 იანვარს გაიხსნა.
ექვთიმე თაყაიშვილი გახლდათ
უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი პროფესორი. 1918 წლის 21 მაისს თბილისის
უნივერსიტეტის საბჭომ ექვთიმე თაყაიშვილს მიანიჭა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.
იგი სამ სალექციო კურსს უძღვებოდა. ერთი პირველკურსელთათვის იყო და მოიცავდა
საქართველოს სიძველეთმცოდნეობის შესავალს. ამასთან ერთად მეცნიერი კითხულობდა
ეპიგრაფიკას და საქართველოს საეკლესიო ისტორიას.
უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება
ექვთიმე თაყაიშვილის მიერ აღმოჩენილ „ვეფხისტყაოსნის“
ძველ ხელნაწერებს. მან თავი მოუყარა 17 ხელნაწერს, რომელთა შორის ზოგი მეტად
საყურადღებო იყო როგორც ვარიანტებით, ისე მხატვრობით; საერთოდ კი 24 ხელნაწერის
შესახებ მოკრიბა ცნობები. ექვთიმე თაყაიშვილის მიერ თავმოყრილ „ვეფხისტყაოსნის“
ხელნაწერთა შორის უძველესი იყო 1646 წლის, რომელიც საზოგადოებამ ვინმე
კორინთელისაგან შეიძინა. საზოგადოების შენაძენთა შორის არის აგრეთვე მეფე გოირგი
XI-სათვის 1680 წელს მისი მდივნის მიერ გადაწერილი „ვეფხისტყაოსანი“.
ეს ხელნაწერი გამოირჩევა თავისი მოხატულობით. ექვთიმე თაყაიშვილის დიდი
დამსახურებაა გადარჩენა პელაგია წერეთლისეული „ვეფხისტყაოსნისა“,
რომელიც სიუჟეტური მინიატურებით იყო დასურათებული.
ექვთიმე თაყაიშვილის
გულმოდგინების შედეგი იყო „ხელმწიფის კარის გარიგების“
ხელნაწერის აღმოჩენა. ეს ხელნაწერი ექვთიმემ ქართლში მოგზაურობის დროს
გაპარტახებულ სახლში იპოვა. ექვთიმე თაყაიშვილი მუდამ ცდილობდა, რომ ყოველივე ის,
რასაც აღმოაჩენდა, უცვლელად გამოეცა. ასევე მოიქცა აღნიშნული ხელნაწერის მიმართაც.
1920 წლის მაისში თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობამ „ხელმწიფის
კარის გარიგება“ მისი გამოკვლევით და წინასიტყვაობით გამოსცა.
ექვთიმე თაყაიშვილმა სამგზის
იმოგზაურა საქართველოს სამხრეთ ნაწილში (თურქეთის საქართველოში). პირველი
ექსპედიცია მოეწყო 1902 წელს. ექსპედიციაში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად მონაწილეობდნენ
ხუროთმოძღვარი სიმონ კლდიაშვილი და ფოტოგრაფი ალექსანდრე მამუჩაიშვილი. ახალციხისა
და ახალქალაქის ზოგ ძეგლთან ერთად მაშინ მათ გამოიკვლიეს არტაანის ოლქის ძეგლები
და ოლთისის ოლქის ნაწილი. მეორე ექსპედიცია 1907 წელს მოეწყო. ამ მოგზაურობის დროს
ექვთიმე თაყაიშვილმა ინახულა და აღწერა თორთუმის ხეობის ზემო წელში მდებარე ექექის
ტაძარი, ამ ტაძრის სამხრეთით მდებარე სოფელ სოხროთის ტაძარი, ოთხთა ეკლესია,
პარხლის ეკლესია და სხვა მნიშვნელოვანი ძეგლები. ამ არქეოლოგიური ექსპედიციების
შედეგების მნიშვნელოვანი ნაწილი გამოცემულ იქნა პარიზში, 1930-იანი წლების მეორე
ნახევარში.
საფრანგეთში ემიგრაციის პერიოდში, ექვთიმე
განაგრძობდა ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობას. მისი აღიარების დასტური
იყო ის, რომ იგი ჯერ პარიზის ნუმიზმატთა საზოგადოების (1922 წლის 4 თებერვალი), ხოლო
შემდეგ საფრანგეთის სააზიო საზოგადოების (1925) ნამდვილ წევრად აირჩიეს. 1937-1939
წლებში თაყაიშვილი იყო მის მიერვე დაარსებული „ქართული კულტურული და
საარქეოლოგიო მასალების გამოცემის ფონდი“-ს თავმჯდომარე. ამასთან,
იგი გახლდათ სამეცნიერო პერიოდული გამოცემის „გეორგიცა“ (ლონდონი) სარედაქციო
საბჭოს წევრი.
პოლიტიკური მოღვაწეობა
ექვთიმე თაყაიშვილის დამსახურება საქართველოს წინაშე,
მხოლოდ სამეცნიერო საქმიანობით არ შემოიფარგლება. ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებისა და
მოღვაწეობის,კვლევებისა და მოგზაურობის, განძის დაცვისა და მზრუნველობის,საქართველოში
დაბრუნებისა და შემდეგი მოღვაწეობის შესახებ, უამრავი ინფორმაცია არსებობს. თუმცა,
თითქმის არაფერია ნათქვამი მისი პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ.
ექვთიმე თაყაიშვილის პოლიტიკური
მოღვაწეობა 20-საუკუნის დასაწყისიდან იწყება. მან ჯერ კიდევ პეტერბურგში სწავლის
დროს გაიცნო ილია ჭავჭავაძე, მოგვიანებით კი პოლიტიკურ ცხოვრებაში მისი
თანამებრძოლი გახდა. ეროვნულ დემოკრატიული პარტიის მართვა, რომელიც ილია ჭავჭავაძემ დააფუძნა, მისი გარდაცვალების
შემდეგ სწორედ ექვთიმე თაყაიშვილმა აიღო საკუთარ თავზე.
ილია ჭავჭავაძემ პარტიის პირველი
პროგრამა 1905 წელს შეადგინა, მაგრამ ეროვნულ -დემოკრატიული პარტია ოფიციალურად
1917 წლის ივნისში ჩამოყალიბდა. იგი ილია ჭავჭავაძისა და სხვა თერგდალეულთა
ნააზრევს დაეფუძნადა და არსებითად, საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლის მათივე
გზა განაგრძო. ექვთიმე თაყაიშვილი ამ პოლიტიკური წიაღსვლების აქტიური მონაწილეა.
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შექმნა
ერთგვარად იყო ილია ჭავჭავაძისა და მისი თანამოაზრების საზოგადოებრივი მოღვაწეობის
პოლიტიკურ სიბრტყეში გადატანა. პოლიტიკური პარტიის ძირითადი მიზანი, საქართველოს
ავტონომიის მიღწევა იყო. თუმცა, იმდროინდელი საერთაშორისო პოლიტიკური სიტუაციიდან
გამომდინარე, საბოლოოდ, ამ ბრძოლამ უფრო დიდი შედეგი მოიტანა. რუსეთში მომხდარი
რევოლუციის შემდეგ ცარისტული რეჟიმი დაემხო, რასაც ამ ქვეყანაში სერიოზული არეულობები
მოჰყვა, სწორედ ამ პერიოდში საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა.
ექვთიმე თაყაიშვილის პოლიტიკური
მოღვაწეობა თავისთავად ემსახურებოდა საქართველოს რუსული გავლენისგან
გათავისუფლებას. მისი პოლიტიკური გამოსვლებიდან ყველაზე მეტ ყურადღებას იქცევს,
სიტყვები, - ,,ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულება სუფევს საქართველოში მას აქეთ, რაც
საქართველომ ცნო თავი მოტყუებულად რუსეთის მიერ და ნაცვლად პროტექტორატისა და
დაცვისა, მოახდინა ანექსია საქართველოში. ვინც საქართველოს დამოუკიდებლობის
მტერია, ის ყველას მტერია და ამათ უფლებას ვერ მივსცემთ ილაშქრონ ჩვენს წინააღმდეგ.
ვინც ჩვენს დამოუკიდებლობას ძირს უთხრის, უსათუოდ მის წინააღმდეგ უნდა იქნეს
ზომები მიღებული“.
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის
რიგებში თავიდანვე თავი მოიყარეს, იმდროინდელი ინტელიგენციის წარმომადგენლებმა. ექვთიმე
ამ დროს 54 წლის იყო, აქტიური სამეცნიორო მუშაობის ფონზე, მან მიიღო
გადაწყვეტილება, რომ უნდა დამდგარიყო
მისთვის პატივსაცემი ადამიანების გვერდზე და ჩართულიყო პოლიტიკაში.
1917 წლის ნოემბერში ექვთიმე
მონაწილეობს საქართველოს ეროვნული ყრილობის მუშაობაში, რომელიც იმ პარტის
ინიციატივით იყო მოწყობილი, რომლის ერთ-ერთი ლიდერი თავად ექვთიმე თაყაიშვილი იყო.
ის, როგორც ავტორიტეტი მთელი ერისათვის, აირჩიეს ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში.
ნიშანდობლივია, რომ ექვთიმე
თაყაიშვილის სახელი ამშვენებს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს, რომლითაც
საქართველო საუკუნოვანი უუფლებობისა და რუსეთის კოლონიური ქვეყნის მდგომარეობიდან
აღდგა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო დემოკრატიული რესპუბლიკის სახით.
1919 წლის თებერვალში გამართულ საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებზე
ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ მიიღო 8 მანდატი. ეს პარტია მაშინ ერთადერთი
პოლიტიკური ძალა იყო, რომელიც მემარცხენე შეხედულებებს არ იზიარებდა, თუმცა, ნოე
ჟორდანიას მთავრობა, ექვთიმე თაყაიშვილთან წარმატებით თანამშრომლობდა, იმავე წლის
მარტში მარტში იგი აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის
მოადგილედ და პრეზიდიუმის წევრად. ექვთიმე თაყაიშვილი იყო აგრეთვე განათლებისა და
ხელოვნების მუდმივმოქმედი კომისის წევრი. მისი ინიციატივით შეიქმნა საბიბლიოთეკო
კომისია. რა თქმა უნდა, თავმჯდომარედაც თვითონ აირჩიეს ამ საქმეში დიდი გამოცდილების
გამო.
საქართველოს დამოუკიდებლობა დიდხანს
არ გაგრძელებულა. 1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის ჯარის ნაწილებმა დაამხეს
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. საქართველოს ანექსიის შემდეგ 1921 წლის 11
მარტს ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლების სხვა
წარმომადგენლებთან ერთად დატოვა საქართველო. იგი თითქმის მეოთხედი საუკუნის
მანძილზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთში, მეურვეობდა რა საქართველოს
ეროვნულ განძს, რომლის ოფიციალურ პატრონად მენშევიკური მთავრობა ითვლებოდა. ეს განძი
შეუფასებელი იყო. აქ იყო თბილისის მუზეუმების ძვირფასეულობა: ოქრო-ვერცხლის ხატები
და თვალ-მარგალიტით მოოჭვილი სხვა საგანძური, ძვირფასი ხელნაწერები, ზუგდიდის
დადიანისეული სასახლის განძეულობა, გელათისა და მარტვილის სამონასტრო ქონება,
თბილისის სასახლის განძეულობა, ბორჯომის სასახლის ქონება და სხვა მრავალი.
ემიგრანტებმა ლევილის მამულში დაიდეს
ბინა. ეროვნულ-დემოკრატები და ექვთიმე თაყაიშვილი მაინც აგრძელებდნენ პოლიტიკურ
მოღვაწეობას, პარიზში ფუნქციონირებდა საქართველოს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმი,
რომელიც ფრაქციათა წარმომადგენლებით შეივსო და გაფართოებული პრეზიდიუმი დაერქვა. ექვთიმე
თაყაიშვილი კვლავ მისი თავმჯდომარის მოადგილეა.
საინტერესოა, რომ ექვთიმე თაყაიშვილი
პრინციპულ პოზიციას აფიქსირებდა, საქართველოში აჯანყების ორგანიზებასთან
დაკავშირებით. ექვთიმე არ იყო შეიარაღებული აჯანყების მომხრე. ეს მკაფიოდ გამოჩნდა
1922 წლის 14 ივლისს ჩატარებულ სხდომაზე, რომელზედაც განიხილებოდა საქართველოში
აჯანყების საკითხი. ექვთიმემ კატეგორიული უარი განაცხადა ამგვარ მიდგომაზე. 1924
წელს მაინც მოხდა აჯანყება, მაგრამ დამარცხდა და კომუნისტურმა ხელისუფლებამ სასტიკ
რეპრესიებს მიმართა. „ინტელიგენციას გაგვიჟლეტენ!“, - ასე აფრთხილებდა ექვთიმე
საზოგადოებას.
ექვთიმე აქტიურად მონაწილეობდა
პარიზში ჩატარებულ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა ინტერპარტიულ თათბირზე, რომელზედაც
მომავალი კონფერენციის დღის წესრიგი და განსახილველი დოკუმენტების პროექტები
შეიმუშავეს (1921წ.18 დეკემბერი). ის კონფერენციის დელეგატი იყო, მოხდა
ინტერპარტიული შეთანხმება, რაც საქართველოს ოკუპანტების წინააღმდეგ განზრახული
გამოსვლისათვის ძალთა გაერთიანებასა და ერთობლივ მზადებას ითვალისწინებდა.
ექვთიმე თაყაიშვილი აქტიურ პოლიტიკას
1924 წლის აჯანყების შემდეგ ჩამოშორდა. თუმცა, რეალურად ის ყოველთვის იყო ქვეყნის
სამსახურში და მისი ალბათ ყველაზე სწორი პოლიტიკური გადაწყვეტუილება, სწორედ მაშინ
მიიღო, როდესაც იმ დროს შექმნილი სიტუაცია სწორად გაანალიზა და საბჭოთა
ხელისუფლებასთან ურთიერთობების დამყარება დაიწყო.
ექვთიმე თაყაიშვილი, ბუნებრივია
დარჩა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის ერთგულად, მან იცოდა, რომ რეალობა სხვა
იყო და სწორედ საბჭოთა ხელისუფლებასთან ურთიერთობის აღდგენით იყო შესაძლებელი
საქართველოს ეროვნული საგანძურის სამშობლოში დაბრუნება.
საქართველოს ეროვნული საგანძურის გზა
საქართველოს ოკუპაციის შემდეგ
მენშევიკურმა მთავრობამ განძი ბოლშევიკებს გაარიდა. თბილისიდან (1921წ-18-19 თებერვალი) ჯერ ქუთაისში და შემდეგ ბათუმში ჩატანილი განძი 11 მარტს საფრანგეთის კრეისარ „ერნესტ რენანით“ გავიდა საქართველოდან.
საჭიროა განძის შედგენილობა გავიხსენოთ, - თბილსისა და
ქუთაისის სახელმწიფო ხაზინების ვალუტა, აქაური მუზეუმების განძეულობა, უმნიშვნელოვანესი ნივთები ბორჯომის დიდმთავრის სახლისა და ხობის
მონასტრის განძეულობიდან, ეს
ყველაფერი სულ 249 დიდ ყუთში მოთავსდა.
ხსენებული 249 ყუთიდან 39 ყუთი ეროვნული განძეულობით ჩაბარდა
საფრანგეთის ბანკის მარსელის განყოფილებას. დანარჩენი ზურაბ ავალიშვილსა და იოსებ
ელიგულაშვილს (ყოფილი ფინანსთა მინისტრი). 1921-1924
წლებში „საბანკო ვერცხლეულობა“ (ზოდები) გადაადნეს და ლევილში ჟიულ
ერის მამული და სახლი შეიძინეს.
ეროვნული განძით სავსე ყუთების ნაწილი ექვთიმე თაყაიშვილის ოთახებში იყო.
ეს ყუთები სამშობლოში წამოღებამდე მხოლოდ ერთხელ გაიხსნა, მეორე
მსოფლიო ომის დროს, როდესაც გერმანელები პარიზში შეჭრილან,
ვიღაცის მიერ დასმენილი ექვთიმე თაყაიშვილი გაჩხრიკა განძის მაძებარმა სამმა ნაცისტმა. „რომელ ოქროულობას
ეძებთ ამერიკაში, რომ წაიღესო?!“ – ასე
ჩამოიშორა ექვთიმემ ნაცისტები. ქართული საგანძურის მიმართ ბრიტანელი და ამერიკელი
კოლექციონერები და მუზეუმები იდ ინტერესს იჩენდნენ, თუმცა, ექვთიმემ ამ განძიდან
პატარა მონეტაც არ გაყიდა.
საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი, სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ასული, სალომე დადიანი
სასამართლოს ძალით ითხოვდა ქართული საუნჯის იმ ნაწილს, რომელიც ერთ დროს მის საგვარეულოს
ეკუთვნოდა. მოდავემ
სარჩელი წააგო, თუმცა, სასამართლომ ექვთიმესთვის შემაშფოთებელი გადაწყვეტილება
მიიღო. „მეანაბრე მენშევიკების მთავრობა აღარ არსებობს, საქართველოს
განძეულობა უპატრონოა და
ამიტომ, და ეს საუნჯე უნდა
გადაეცეს დოჟონს, რომელსაც
აბარია მეფის რუსეთის ქონება საფრანგეთში“. ეს იმას ნიშნავდა, რომ საქართველოს განძეულობა ლუვრის საკუთრებად უნდა ქცეულიყო.
სალომე დადიანი-ობოლენსკაიას სასამართლოში
დამარცხების მთავარი მიზეზი იყო საქართველოს
დამფუძნებელი კრების, 1920წლის 21 დეკემბრის დეკრეტი, - „თავად ნიკოლოზ მინგრელსკის ქონების, პატრონის თანხმობით, გასახელმწიფოებრიობის შესახებ“.
ბანკში განძი შეტანილი იყო ემიგრანტული მთავრობის ყოფილი დესპანის
აკაკი ჩხენკელის და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ევგენი გეგეჭკორის სახელებზე. რაკი მათი უფუნქციობის გამო სიმდიდრე დოჟონს მიაბარეს, თაყაიშვილმა
დაიწყო მტკიცება, რომ განძი ეკუთვნის ქართველ ერს და არა ყოფილ მევშევიკურ
მთავრობას. ამ
განცხადებას, საქართველოს ყოფილმა მთავრობამ რეზოლუცია დაადო და განძის მეურვე
ექვთიმე გახდა. ამ ნაბიჯით, მან გზა გადაუჭრა ყოფილ მთავრობასა და უცხოელებსაც განძის ბედში
ჩარეულიყვნენ.
დასკვნა
ექვთიმე თაყაიშვილის მთავარი
დამსახურება სამშობლოს წინაშე, რა თქმა უნდა, საქართველოს ეროვნული საგანძურის
გადარჩენაა. დღეს ამ განძის ნაწილი მუზეუმებშია დაცული, ნაწილი კი საქართველოს ეკლესია-მონასტრებში.
კიდევ უფრო დასაფასებელია ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი, თუ გავითვალისწინებთ, რომ
შეუფასებელი განძის გადარჩენა მან, უკიდურესი სოციალური გაჭირვების ფონზე შეძლო.
საგანძურის გადარჩენის ისტორია საზოგადოებამ მეტნაკლებად იცის, თუმცა, მისი პოლიტიკური
საქმიანობა ნამდვილად არ არის საკადრისად შესწავლილი და დაფასებული. ერთი ფაქტია,
მან ამ საგანძურის გადარჩენა, სწორედ იმ სწორი პოლიტიკური ნაბიჯებით შეძლო,
რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებასთან ურთიერთობაში მოგვიანებით გადაგდა.
ვფიქრობთ, ამ მცირე მოკვლევის შემდეგ,
კიდევ უფრო ნათელი ხდება, რომ ექვთიმე თაყაიშვილის პოლიტიკური საქმიანობა ძალიან
ღრმად უნდა შევისწავლოთ და გავიაზროთ.
ააიპ ჩოხატაურის ყოვლადწმინდა
ღვთისმშობლის სახელობის
სამრევლო სკოლა
გიორგი
თევზაძე (გუნდის კაპიტანი)
მარიამ
კალანდაძე
მარიამ
ხაბეიშვილი
ანა
კალანდაძე
თათია
წივილაშვილი
No comments:
Post a Comment