Wednesday, February 27, 2013

,,...ასე იწყებოდა ექთიმე ღვთისკაცი _ თაყაიშვილი’’



 ექვთიმე თაყაიშვილი დაბადებულა 1862წლის 5 იანვარს ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის სოფელ ლიხაურში. მამამისი იყო აზნაური სიმონ ნიკოლოზის ძე თაყაიშვილი, დედა–ნინო, მაკვანეთელი თავადის გიტული ნაკაშიძის ასული. მათ ოთხი შვილი შესძენიათ:ლოისა, ნიკო, ვარლამიო და სულ ნაბოლარა, ექვთიმე. მამა ექვთიმე დაბადების შემდეგ მალე გარდაცვლილა, ხოლო დედით იგი 5 წლის ასაკში დაობლებულა.სამი ობოლი ძმის–ნიკოს,ვარლამის და ექვთიმეს აღზრდა თავის თავზე აუღიათ ბებიას–საჯავახოელ შარაშიძის ასულს,დაქვრივებულ და შინ მობრუნებულ მამიდა მაკას,უფროს დას–ლისას და მის მეუღლეს–სიმონ გოთუას, რომელიც ობოლი ცოლისძმების მეურვედ დაუნიშნავთ.
უფროს ძმას–ნიკოს სწავლა არ მოუნდომებია, ვარლამი –სამხედრო სასწავლებელში გაუმწესებია  ვორონეჟის კადეტთა კორპუსში,ხოლო 7 წლის ექვთიმე ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში შეუყვანიათ 1869 წელს და დაუსვამთ მოსამზადებელ კლასში, რომელშიც უსწავლია 1869/79–1871/72 სასწავლო წლებში.ამ დროს ოზურგეთის სამაზრო სასწავლებლის გამგე ყოფილა ყაისარ ნაკაშიძე, ექვთიმეს შეფასებით, ,,ნაკლებდ განათლებული კაცი, მაგრამ ადამიანად არაუშავდა რა’’ , ხოლო მოსამზადებელი  კლასისი მასწავლებელი ,,ქართველი კათოლიკე აკოფოვი, ყოვლად ცუდი–როგორც მასწავლებელიც და როგორც ადამიანიც,ცემის მეტი მისგან არ გამოდიოდა რა... აკოფოვი რუსულ იგავებს გვასწავლიდა: გვაზეპირებინებდა, როგორც თუთიყუშებს, ახსნა–განმარტებას არ იძლეოდა და ჩვენც გაზეპირებულის შინაარსი არ  გვესმოდა. მე ბევრი მასწავლებლის ხელში გამომივლია, მაგრამ  აკოფოვისთანა უნიჭო და უვარგისი მაღში არავინ მინახავს’’ –წერს ექვთიმე თაყაიშვილი და განაგრძობს: ,,ხეირიანად მასწავლებლობდა ოზურგერთის დასახელებულ სასწავლებელში დეკანოზი სიმონ ქიქოძე, იმერეთის ეპისკოპოსის–გაბრიელის ძმა. გვასწავლიდა ქართულ ენას და საღმრთო რჯულს; ლოცვებს ჯერ ქარათულად გვაზეპირებინებდა, მერმე რუსულად. და თუ რამე შევიძინეთ მოსამზადებელ  კლასში, ეს მხოლოდ მისი წყალობით...სიმონ ქიქოძე ჯერ ქართულად მოგვიყვებოდა ხოლმე ახალ და ძველი აღთქმის ისტორიას და შემდეგ რუსულად.ამით ძლიან გვიადვილებდა საგნის გაგებას...როგორც შემდეგ დავრწმუნდი, სიმონ ქიქოძე ნაკლებად ყოფილიყო დახელოვნებული  ქართულ სასულიერო ლიტერატურაში. გარდა აკოფოვისა და სიმონ ქიქოძისა, ექვთიმე თაყაიშვილის ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში  ყოფნისას, თურმე, ასწავლიდნენ  იოსებ თაყაიშვილი დავასილ ოეტრიაშვილი.1873–74 სასწავლო წელი კი ექვთიმე თაყაიშვილს II კლასში  გაუტარებია, ხოლო 1874წელს III კლასში რომ გადასულა, ოზზურგეთის სამაზრო სასწავლებელი სამოქალაქო სასწავლებლად გადაკეთებულა. ამიტომ ექვთიმე თაყაიშვილს ოზურგეთის მიტოვება მოუხდა და სიმონ გოთუამ იგი ფოთში წაიყვანა იქაურ სამაზიარო სასწავლებელში სწავლის გასაგრძეელებლად, მაგრამ ფოთში სასწავლებლად ექვთიმე სიძე–მეურვემ დროზე ვერჩაიყვანა და ფოთის სამაზრო სასწავლებლის ინსპექტორს უარი უთქვამს ექვთიმეს მიღებაზე, მაგრამ საბოლოოდ საქმე მოგვარებულა და 1874–75 სასწავლო წელს ვინმე თაყაიშვილის ფოთის სამაზრო სასწავლებლის
III კლასში უსწავლია... ოზურგეთის და ფოთის სამაზრო სასწავლებლების დამთავრების შემდეგ ე. თაყაიშვილს სწავლის გასაგრძელებლად ქუთაისის კლასიკური პროგიმნაზია  ელოდა  ოზურგეთის 1869 1874წ.)და ფოთის  (1874–1875 წწ.) სამაზრეო სასწავლებელში სწავლის შემდეგ, 1875წლის 3 სექტემბერს ექვთიმე თაყაიშვილი თავდაპირველად სედის ქუთაისის პროგიმნაზიასი, რომელსაც ამთავრებს 1879წლის 12 ივნისს.ირკვევა, რომ ქუთაისის პროგიმნაზიაში სწავლის დროს მატერიალური ხელმოკლეობის გამო  ექვთიმე ტაყაიშვილი განთავისუფლებული ყოფოლა  სწავლის ქირის გადასახადისგან და სარგებლობდა ხაზინისგან დანიშნული სტიპენდიით, რომელიც შეადგენდა 80 მანეთს წელიწდში. ეს მოწმობა გაცემულია პროგიმნაზიის ინსპექტორის იუდინის მიერ 1879 წლის 13 ივნისს: 1979 წლის ივნისში  ქუთაისის პროგიმნაზიის დამთავრების შემდეგ ,იმავე წლის 23 აგვისტოს ექვთიმე თაყაიშვილის სწავლის გასაგრძელებლად განცხადება შეაქვს ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორის ალ. სტოიანოვის სახელზე:ქუთაისის პტროგიმნაზია 4 – კლასიანი იყო, რომლის კურსდამთავრებული ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის მე–5 კლასში ჯდებოდა,  მაგრამ აღმოჩენილა რომ იმ წელს (1879) გიმნაზიის მეხუთე კლასში ყველა ადგილი შევსებული ყოფილა და ამიტომ ექვთიმესთვის უარი უთქვამთ,რის გამოც იგი იძულებული გამხდარა 26 აგვისტოს თხოვნით მიემართა კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველისათვის–კ. იანკოვსკისათვის, რათა მისთვის, როგორც წარჩინებული პროგიმნაზიელთათვის, დამატებითი ადგილი გამოეყოთ გიმნასზიის მე–5 კლასში:
დგება 1883 წელი–ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დამამთავრებელი წელი! გიმნაზიის ბოლო–VIII კლასის მოსწავლებ ექვთიმე თაყაიშვილი  უკვე 1883 წლის 30 მარტს განცხადებით მიმართავს გიმნაზიის დირექტორს  სტოიანოვს, რათა სიმწიფის ატესტატის მისაღებად დაუშვან გამოსაშვებ გამოცდებზე, ამასთან, იგი პირველად დირექტორს უმჟღავნებს პეტერბურგის ან  მოსკოვის უნივერსიტეტში ისტორია–ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელების სურვილს:მართლაც, 1883 წლის 3, 10, 11, 12, 13, 15, 4, 20, 23, 24 მაისს და 2 ივნისს სიმწიფის ატესტატის მისაღებად ჩატარებულ ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის გამოცდებზე  ექვთიმე თაყაიშვილმა აჩვენა ბრწყინვალე მომზადება, რასაც მოწმობს 1883 წლის 4 ივნისს გაცემული მისი სიმწიფის ატესტატი. საბოლოოდ, 1883წლის ივნისში, ქუთაისის გიმნაზიის  წარჩინებით კურსდამთავრებულმა ექვთიმე თაყაიშვილმა უმაღესი განათლების მისაღებად  გეზი პეტერბურგისკენ აიღო ხოლო ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში დარჩა ,,საქმე ქუთაისის გიმნაზიის მოწაფის–ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილის შესახებ’’:
არ ვიცით, ჯამრთელობის მდგომარეობის გაუარესების თუ სამშობლოს მონატრების გამო, მაგრამ ფაქტია, რომ III კურსის  სტუდენტს ექვთიმე თაყაიშვილს გადაუწყვეტია 1886 წლის ზაფხულის სტუდენტური არდადეგები, პავლოვსკის ნაცვლად, საქართველოში გაეტარებინა, რასაც მოწმობს მისი1886 წლის 19 მაისის თხოვნა უნივერსიტეტის სტუდენტთა  ინსსპექტორისადმი: ინსპექტორს იმავე დღეს დაუკმაყოფილებია სტუდენტ ექვთიმე თაყაიშვილის თხოვნა: დათქმული პირობების თანახმად, ექ. თაყაიშვილი1 სექტემბრისთვის  პეტერბურგს უნდა დაბრუნებულიყო , მაგრამ ავადმყოფობის გამო იგი1886 წლის 6 სექტემბრამდე სამშობლოდან ვერ წასულა , რასაც გვიდასტურებს ქუთაისელი  ექიმი ხეჩინაშვილი და ქუთაისის  სამოქალაქო პოლიცია: უნივერსიტეტის ბოლო IV კურსზე მყოფი ექ. თაყაიშვილი 1887 წლის 12 ივნისს რექტორისაგან ითხოვს სანკ–პეტერბირგის უნივერსიტეტის სრული კურსის დამთავრებას დროებითი მოწმობის მიღებას: სულ რაღაც ოთხიოდე დღის შემდეგ – 1887წლის 16 ივნისს ექ. თაყაიშვილი ღებულობს უნივერსიტეტის მაშინდელი ლექტორის და თავისი მასწავლებლის და მდივან პ.ბესსონოვის ხელმოწერით დადასტურებულ მოწმობას: სანკ–პეტერბურგის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ექვთიმე თაყაიშვილი  კანდიდატის ხარისხით ბრუნდება საქართველოში, იღებს თბილისის სათავადაზნაურო სკოლის დირექტორის ალ. წიწინაძის შემოთავაზებას მასთან მასწავლებლად მუშაობის დაწყების  თაობაზე. კავკასიის რომელიღაც მივარდნილ კუთხეში ხუთი წლით  იძულებითი მუშაობისგან  თავდახსნილი ექვთიმე თაყაიშვილი თბილისში დარჩა და 1887 წლის შემოდგომაზე ქართულ სათავადაზნაურო სკოლაში ლათინური ენის მასწავლებლადაც დაიწყო მუშაობა...
ამიტომ იყო რომ მუშაობის დაწყებისთვის სკოლაში საჭირო დოკუმენტების გამოსაგზავნად 1888 წლის 4 იანვარს მშობლიურ უნივერსიტეტს: პეტერბურგის უნივერსიტეტის რექტორს პროფ. მ. ვლადისლავლევს დაუკმაყოფილებია თავისი ყოფილი სტუდენტის –ექ. თაყაისვილის თხოვნა.ასწ დაიხურა სანკ–პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტის ისტორია  – ფილოლოგიის ფაკულტეტის უწარჩინებულესი კურსდამთავრებულის ექვთიმე თაყაისვილის პირადი საქმე პეტერბურგის უნივერსიტეტის არქივში 1888წელს!
 გურამ შარაძე 
,,...ასე იწყებოდა ექთიმე ღვთისკაცი თაყაიშვილი’’

No comments:

Post a Comment