Wednesday, February 27, 2013

,,...რამდენს ვცდილობდი, რას არ ვკიდებდი ხელს, მაგრამ რამდენი რამ მაინც ვერ მოვასწარი…"



   იუნესკოს ეგიდით, 2013 წელი ექვთიმე თაყაიშვილის წლად არის გამოცხადებული. ის იყო ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი. განუზომელია ამ დიადი სულის ადამიანის ღვაწლი ქართველი ერისა საქართველოს წინაშე. მან გადაარჩინა ჩვენი საგანძური და მართლმადიდებლური ეკლესიის სიწმიდეები. წლების განმავლობაში, ის მძიმე პირობებში ცხოვრობდა საზღვარგარეთ, მაგრამ მან გაუძლო ცხოვრების მკაცრ გამოცდას და  დაკარგვას გადაარჩინა სრულიად საქართველოს განძი.

       საქართველო დავიარე და დავინახე, თუ არა რა უზარმაზარი მასალაა განწირული დავიწყებისა და ხშირად დაღუპვისთვისაც, პირდაპირ ამიტანა ფანატიკურმა მისწრაფებამ, რაც შეიძლება მეტი მომესწრო, მით უმეტეს, რომ ჩემ თანამედროვეთაგან აღარავინ მისდევდა ამ საქმესრამდენს ცდილობდი, რას არ ვკიდებდი ხელს, მაგრამ რამდენი რამ მაინც ვერ მოვასწარიარ იყო ხალხი, თითო ოროლა კაცის მეტი არ ეკარებოდა ასეთ საქმეს; არ ესმოდათ ამის მნიშვნელობა და გემო!… რუსთველის გამზირზე სეირნობასა და პოპულარ სტატია-წიგნების კითხვას ან ლიტერატურულ კამათს იქით აღარ მიდიოდა მათი მონდომებათითქოს გვყავდა ინტელიგენცია, მაგრამ ნამდვილად და ღრმად ვერავინ ხვდებოდა კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობასა და ადგილობრივ შესწავლის აუცილებლობას!"
   1921 წლის 11 მარტს ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველო დატოვა. ის დასახლდა პარიზში, შემდეგ კი-ლევილში. საქართველოდან გატანილ განძში შედიოდა თბილისის მუზეუმების ძვირფასეულობა: ოქრო-ვერცხლის ხატები და თვალ-მარგალიტით მოოჭვილი სხვა საგანძური, ძვირფასი ხელნაწერები, ზუგდიდის დადიანელისეული სასახლის განძეულობა, გელათისა და მარტვილის სამონასტრო ქონება, თბილისის სასახლის განძეულობა, ბორჯომის სასახლის ქონება და სხვა მრავალი. მიუხედავად იმისა, რომ განძის მესაკუთრედ, ოფიციალურად, საქართველოს მთავრობა ითვლებოდა, ფაქტობრივად, განძს თაყაიშვილი მეურვეობდა. განძი, სულ 39 ყუთი, ექვთიმეს მარსელის ბანკში ჰქონდა შენახული. განძის ცალკეული ექსპონატების ყიდვა სურდათ ევროპის სხვადასხვა მუზეუმებს, მაგრამ თაყაიშვილი ამაზე არ თანხმდებოდა და ბოლომდე ღირსეულად და თავდადებით მეურვეობდა მას. ის გარდაიცვალა უკიდურეს გაჭირვებაში, 1953 წლის 21 თებერვალს მის დაკრძალვას ვაკის სასაფლაოზე მხოლოდ ორმოცამდე ადამიანი დაესწრო.  იმ დიდი ღვაწლისა და დამსახურების გამო, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილს სამშობლოსადმი მიუძღვის,  2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართმადიდებლურმა სამოციქულო ეკლესიამ შერაცხა წმინდანად და წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი უწოდა. დაიწერა მისი სახელობის ხატი და ტროპარი. ექვთიმე ღვთისკაცის ხსენების დღედ დაწესებულია 3 იანვარი.  
თათია წივილაშვილი

No comments:

Post a Comment