2010 წლის გაზაფხულზე, საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით,
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს ხელშეწყობითა და ასევე ექვთიმე
თაყაიშვილის ფონდის დამფუძნებლის, ზაზა სიორიძის თაოსნობით, ექვთიმე ღვთისკაცის მშობლიურ
სოფელ ლიხაურში, გაიხსნა ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმი. გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II,
ექვთიმე თაყაიშვილის უკანასკნელი ასპირანტი აკადემიკოსი იური სიხარულიძე და სხვა საპატიო
სტუმრები.
ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმში მისი პირადი ნივთებიდან
დაცულია: სკივრი, რომელშიც საგანძურის ნაწილი ინახებოდა; საწოლი, ბალიშის პირი და მინის
კარადა, წიგნები, რომლებიც ექვთიმეს კვლევებს ეხება. ასევე გამოფენილია ექვთიმეს ცხოვრების ამსახველი
ფოტოები.
 |
სახლ-მუზეუმის დირექტორი, ბატონი რუსლანი ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებას ყოველთვის აღფრთოვანებით ყვება. |
 |
ექვთიმე თაყაიშვილის საწოლი |
 |
ექვთიმე თაყაიშვილის სკივრი |
 |
ექვთიმე თაყაიშვილის კარადა |
No comments:
Post a Comment